ფეხბურთი

2:32 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძემ ზღაპრული დრიბლინგი გოლით დაასრულა, მაგრამ მსაჯმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო... (VIDEO)

ესპანეთის ლიგა ადელანტეს მორიგ ტურში "ხიმნასტიკი" საკუთარ მოედანზე "კორდობასთან" (0:2) დამარცხდა. ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა მე-40 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა არბირტმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

არადა, საკამოდ საკამათო ეპიზოდია და შეიძლება ითქვას, თამაშის წესი გოლის დროს არც დარღვეულა. ისე კი, ფანტასტიკურად გაისარჯა ჩვენებური - ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქის საჯარიმომდე მივიდა, გზად 6 (!) მეტოქე მოატყუა, მერე თანაგუნდელს უპასა (სწორედ აქ დაფიქსირდა თამაშგარე), რომელმაც მას დაუბრუნა ბურთი და ოთარმა გაიტანა, მაგრამ... ულამაზესი ეპიზოდი გამოვიდა.

0.115039