ფეხბურთი

19:40 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტი: "რუსებს მუნდიალის წარმატებით ჩატარება სურთ"

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი "ომი" არ იქნება, რადგან რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებენ დაცვის გასაძლიერებლად, რათა გულშემატკივრების დაპირისპირება არ მოხდეს.

"ჩვენ არ ვაპირებთ გვქონდეს "ომი". ნახავთ, რომ გვექნება საფეხბურთო ღონისძიება და თუ ვინმეს მოუნდება დაძაბულობის გამოწვევა, მაშინ თავად ექნება პრობლემები. რუსები ცდილობენ მუნდიალმა წარმატებულად ჩაიაროს." - განუცხადა AFP-ს ინფანტინომ.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებები მოხდა. მიუხედავად მოახლოებული შიშისა, ინფანტინო აცხადებს, რომ ოთხ ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო, თუმცა რუსები განსაკუთრებით ცდილობენ მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილონ.

"მცირე გამოცდილება მაქვს დიდი ტურნირების ორგანიზების და მინდა ვთქვა, რომ არსად მინახავს ასეთი დონის წინამოსამზადებელი პერიოდი, როგორიც რუსეთშია, განსაკუთრებით დაცვის საკითხში."

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 15 ივლისამდე გასტანს.

0.117767