ფეხბურთი

17:30 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგაზე არავისი ეშინია"

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა. აფრიკელმა მოთამაშემ განაცხადა, რომ "ლივერპულს" არავისი ეშინია.

"არ მჯერა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩსტერ სიტიმ" ყველას აშკარად აჯობა, მაგალითად, "ქალაქელები" ჩვენთან დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ლიგაზე, არავისი გვეშინია. ჩვენ უკვე მეოთხედფინალში ვართ და ტურნირის მოგების ისეთივე შანსები გვაქვს, როგორც დანარჩენ შვიდ გუნდს." - ციტირებს Goal-ი მოჰამედის სიტყვებს.

ლიგის მეოთხედფინალში "მერსისაიდელები" "მანჩესტერ სიტის" "ენფილდზე" 4 აპრილს დაუპირისპირდებიან, ხოლო საპასუხო შეხვედრა "ეტიჰადზე" 10 აპრილს შედგება.

0.11324