სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

13:30 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ფედერერი დელ პოტროს დაუპირისპირდება

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო შეხვდებიან.

ნახევარფინალში ფედერერმა მძიმე ბრძოლაში ბორნა ჩორიჩი 5:7, 6:4, 6:4 დაამარცხა და როჯერმა თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. შვეიცარიელმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-17 შეხვედრა მოიგო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჩორიჩმა პირველ ისეტის მოგების შემდეგ, მეორე პარტია 4:2-ს იგებდა და თითქოს ფედერერს მიმდინრე სეზონში პირველად უნდა წაეგო, მაგრამ დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა მობილიზება მოახერხა და შეხვედრა შემოატრიალა.

მეორე ნახევარფინალში დელ პოტრომ მილოშ რაონიჩს იოლად 6:2, 6:3 მოუგო.

როჯერი ინდიან უელსის მასტერსის 5-გზის ჩემპიონია (2004, 2005, 2006, 2012, 2017), ხოლო დელ პოტრო 2013 წელს ფინალში გავიდა და ნადალთან 6:4, 3:6, 4:6 წააგო. ურთიერთშეხვედრებში ევროპელი სამხრეთ ამერიკელს 18:6-ს უგებს.

მატჩი 19 მარტს თბილისის დროით 00:15 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121013