ფეხბურთი

2:02 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გოლი და მოპოვებული პენალტი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში მორიგი გოლი გაიტანა ნიკა კაჭარავამ. საერთოდაც, “კორონას” ქართველმა ფორვარდმა “გორნიკთან” ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა.

ჯერ იყო და, მეორე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდგომაც მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ცვიანოვიჩმა გოლად აქცია. 63-ე წუთზე ნიკა უკვე მეკარესთან პირისპირ დარჩა, გოლის გატანა მოახერხა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

66-ე წუთზე “კორონას” ზუბროვსკი გაუძევეს, ხოლო 69-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. შემდეგ “კორონას” მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკური ცვლილების გამო ჩვენებური ფორვარდი შეცვალა, ხოლო 74-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს და შინ ქულის წაღება მოახერხეს.

“კორონას” 28 მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს და მეექვსეა. არადა, “გორნიკი” რომ დაემარცხებინა, გადაასწრებდა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლებდა. ნიკა კაჭარავას კი, მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.117544