პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურში "პოგონმა" "ტერმალიცა" გასვლაზე 4:2 დაამარცხა, სტუმართა გამარჯვებაში კი თავისი წვლილი მცველმა ლაშა დვალმაც შეიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა 54-ე და 57-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ლაშას გოლებამდე მასპინძლები 2:1 იგებდნენ.
მიმდინარე სეზონში დვალმა 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ლაშა "პოგონის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.