კალათბურთი

16:36 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კაკტუსის” რეკორდული გამარჯვება “სოხუმთან”

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტურის ოთხივე მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა და ის რეკორდული გამოდგა. “კაკტუსისა” და “სოხუმის” მატჩში მიმდინარე სუპერლიგის რეკორდები მოიხსნა ჩაგდებულ ქულებში, მოხსნებში, პასებში და კიდევ სხვა დეტალურ მაჩვენებლებში. ამავე დროს, ამ შეხვედრაში დაფიქსირდა სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” გია კაზანჯიანის “სოხუმს” 61 ქულის სხვაობით – 134:73 მოუგო. მიმდინარე ჩემპიონატში არც ერთ გუნდს ჩაუგდია ამდენი ქულა და არც ამხელა სხვაობა დაფიქსირებულა. პირველი პერიოდის შემდეგ “კაკტუსი” უკვე 23 ქულით იგებდა, რის შემდეგაც მატჩმა ინტრიგა დაკარგა და უინტერესო ბურთაობაში ჩამთავრდა, რასაც უფრო ვარჯიშის სახე ჰქონდა, ვიდრე ოფიციალური მატჩისა. ამის მიზეზი სოხუმელთა უკიდურესად დასუსტებაა. გუნდი ისედაც აუტსაიდერია, მიმდინარე სეზონში 1 გამარჯვება აქვს და სუპერლიგიდან გავარდნას ვერ გადაურჩება. ასეთ ვითარებაში, სოხუმელებს ლეგიონერებიც გამოაკლდათ – ზოგი ტრავმის, ზოგიც გუნდიდან გაშვების გამო. შესაბამისად, სოხუმელები დარჩნენ ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელების იმედად, რომლებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს საკმაოდ ძლიერ და ოთხეულში გასასვლელად მებრძოლ “კაკტუსს”.

გამარჯვებულთაგან 27 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე, ხოლო საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ტერიკ ბრიჯმენმა დააფიქსირა – 23 ქულა, 15 მოხსნამ 10 პასი. 16 ქულა მოაგროვა ლევან გოგალაძემ, ხოლო 14 – ჯონ მიჩელმა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა კრისტიან ჯონსონიც, რომელმაც 12 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. “სოხუმში” 26 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 18 ქულა სერგო ათუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

კაკტუსი – სოხუმი 134:73

16:00 საათზე დაიწყო “მგზავრები” - “რუსთავის” შეხვედრა, რომელსაც შეგიძლიათ თვალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ადევნოთ

gbf.ge

0.123795