სხვა

15:27 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა წარმატებული დღე (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ჰარუ ბაშოს მეშვიდე დღეს ტოჩინოშინმა მეორე მეაგაშირას, მონღოლ არავაშის აჯობა.

ტურნირის მერვე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მარტის სუპერტუნირზე ასევე ხუთი გამარჯვება აქვს, ურთიერთშეხვედრებში კი მას ქართველი 3:2 უგებს.

გორგაძის მსგავსად მეხუთე ორთაბრძოლა მოიგო რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მეორე ნომერი კიოკუშუჰო დაამარცხა. ჯუღელის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მეორე ნომერი ამინიშიკია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118201