სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:34 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო – ჰაინკესის მემკვიდრე?

მიუნხენის “ბაიერნი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. გერმანული მედიის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა ერთ-ერთი კანდიდატად ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაც მაურისიო პოჩეტინოს განიხილავს და მასთან უკვე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

აღნიშნული ინფორმაცია ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმაც დაადასტურა.

“ვიცი, რომ “ბაიერნი” პოჩეტინოს დაუკავშირდა. ეს კარგი არჩევანია. ამბობენ, რომ “ბაიერნს” აუცილებლად გერმანელი უნდა წვრთნიდეს, ეს კარგი კრიტერიუმია, მაგრამ არა ერთადერთი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს კარგი მწვრთნელი, პოჩეტინო კი ასეთია”, - განაცხადა მიუნხენელთა ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნს” ამჟამად იუპ ჰაინკესი უდგას სათავეში, რომელიც შედეგების მიუხედავად, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121797