მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვიდეორეფერის ტექნელოგიას გამოიყენებენ. აღნიშნული ინფორმაცია ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყების კონგრესი გაიმართა, სადაც ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს.
“ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ დროს ფეხი უნდა ავუწყოთ და მსოფლიოს ჩემპიონატი ის ტურნირია, სადაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფატინომ.
ვიდეორეფერი ფიფამ გასულ წელს კონფედერაციათა თასზე და აქამდე ყველა მის მიერ ორგანიზებულ ტურნირში სატესტო რეჟიმში გამოიყენა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი კი, ამ მხრივ ისტორიაში შევა, რადგან პლანეტის ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო გათამაშებაში აქამდე ვიდეორეფერი არ მოქმედებდა.