ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა უეფას ვებგვერდზე განთავსებულ გამოკითხვაში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
მესიმ საბოლოოდ ხმების 79% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა ვისამ ბენ იედერმა მხოლოდ – 11%. ტომას მიულერსა და ედინ ჯეკოს კი, შესაბამისად, 6% და 3% ერგოთ.
ლიონელ მესიმ “ჩელსისთან” დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.