უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, უკვე ცნობილია ოთხივე წყვილი.
ევროპა ლიგაზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“ლაიფციგი” (გერმანია) – “მარსელი” (საფრანგეთი)
“არსენალი” (ინგლისი) – ცსკა (რუსეთი)
“ატლეტიკო” (ესპანეთი) – “სპორტინგი” (პორტუგალია)
“ლაციო” (იტალია) – “ზალცბურგი” (ავსტრია)
ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 5 აპრილს, ხოლო საპასუხო 12 აპრილს გაიმართება.