ფეხბურთი

16:43 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი მუნდიალს გამოტოვებს?

მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი დაშავდა და შესაძლოა, სამი თვე გაუცდეს. ანუ, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

ფილიპე ლუისმა მოსკოვის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მატჩში მიიღო ტრავმა და შეცვალეს. საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. ექიმების ცნობით, ფეხბურთელი ორი-სამი თვე ვერ ითამაშებს.

ერთი კი არის, ბრაზილიას მარცხენა მცველის პოზიციაზე დიდად არ უჭირს ("არ უჭირს", რბილად რომ ვთქვათ). ჰყავს მარსელო და ალექს სანდრო.

0.127257