კალათბურთი

15:42 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმონსმა ჯონსონის და რობერტსონის რეკორდი გაიმეორა

“ფილადელფიას” ახალწვეულმა ბენ სიმონსმა მეჯიქ ჯონსონის და ოსკარ რობეტსონის რეკორდი გაიმეორა. სიმონსი ნბა-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელია, ვინც ლიგაში თავის პირველ სეზონში მინიმუმ 1000 ქულა, 500 მოხსნა და 500 პასი მოაგროვა.

სიმონსმა “ნიუ იორკთან” მატჩში 13 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა გააკეთა და მერვე სამმაგი დუბლი გაიფორმა. პირველ სეზონში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონს (26) აქვს შესრულებული.

0.112609