ფიფამ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები, რომელიც გასულ თვეში ასეულში დაბრუნდა, ამჯერად ერთი საფეხურით დაქვეითდა. ვლადიმირ ვაისის გუნდის აქტივში 335 ქულაა და ეს 101-ე ადგილისთვისაა საკმარისი.
ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდის მეზობლები ფიფას რეიტინგში:
...98. სიერა ლეონე – 360 ქულა
99. ინდოეთი – 339
99. ლიბია – 339
101. ყატარი – 332
101. საქართველო – 332
103. ომანი – 331
104. მავრიტანია – 322
105. კენია – 317
რაც შეეხება პირველ ათეულს, ერთადერთი ცვლილება მოხდა – პოლონეთის ნაკრები ესპანეთს გაუტოლდა და მეექსვე საფეხურზე დამკვიდრდა.
1. გერმანია – 1609 ქულა
2. ბრაზილია – 14893
3. პორტუგალია – 1360
4. არგენტინა – 1359
5. ბელგია – 1337
6. პოლონეთი – 1228
6.ესპანეთი – 1228
8. შვეიცარია – 1197
9. საფრანგეთი – 1185
10. ჩილე – 1161
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთა ლიგის ქვეჯგუფში აღნიშნულ რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ:
... 130. ანდორა – 232 ქულა
131. ლატვია – 231
136. ყაზახეთი – 223
ფიფას განახლებული რეიტინგი ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება.