ფეხბურთი

11:31 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა: "არ ველოდი, რომ მესი იქ დაარტყამდა"

ლონდონის “ჩელსის” მეკარემ ტიბო კურტუამ “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი კიპერის განცხადებით, მეტოქემ შეცდომებით იდეალურად ისარგებლა, მაგრამ “ჩელსის” წაგება არ დაუმსახურებია.

“ბარსელონამ” ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა. ვუტევდით და ორჯერ ძელსაც მოვარტყით ბურთი, ცოტა არ გაგვიმართლა. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ შეცდომები ძვირად დაგვიჯდა.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც ორივე მატჩში დავუშვით, ძვირად დაგვიჯდა. პირველი გოლის დროს არ ველოდებოდი, რომ მესი იქ დაარტყამდა, სადაც დაარტყა, რეაგირებისთვის კი დრო აღარ მქონდა. ეჭვგარეშეა, რომ ეს გოლი ჩემი ბრალია”, - აღნიშნა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “ჩელსი” 3:0 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესიმ ტიბო კურტუას ორი გოლი გაუტანა და ორჯერვე ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

0.141786