ფეხბურთი

10:39 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 1/4 ფინალისტების წარდგენა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. ევროპის რვა საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი ესპანეთს ეყოლება. ორ-ორი გუნდით იქნებიან 1/4 ფინალში იტალია და ინგლისი, ხოლო გერმანიას მხოლოდ “ბაიერნი” წარადგენს.

მოკლედ, წარმოგიდგენთ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებს:

“ბარსელონა” (ესპანეთი)

ადგილი უეფას რეიტინგში: 3

მეოთხედფინალის ბალანსი: 14 გამარჯვება, 5 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2016-2017 წლების სეზონი, “იუვენტუსი” (0:3).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 5 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება, 13 გატანილი, 2 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: ლიონელ მესი – 6 გოლი.

საუკეთესო მეპასე: ლუის სუარესი – 3 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგნელობა: ტერ-შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; მესი, სუარესი.

“ბაიერნი” (გერმანია)

ადგილი უეფას რეიტინგში: 2

მეოთხედფინალის ბალანსი: 18 მოგება, 10 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2016-2017, “რეალი” (3:6 დ.დ)

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 7 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება, 21 გატანილი, 7 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: რობერტ ლევანდოვსკი – 5 გოლი.

საუკეთესო მეპასე: კინგსლი კომანი, ჯოშუა კიმიხი, დავიდ ალაბა – 3 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ზულე, ალაბა; ვიდალი, ტოლისო, ხამესი; რობენი, ლევანდოვსკი, კომანი.

“იუვენტუსი” (იტალია)

ადგილი უეფას რეიტინგში: 5

მეოთხედფინალის ბალანსი: 12 მოგება, 5 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2016-2017, “ბარსელონა” (3:0).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, 11 გატანილი, 8 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: გონსალო იგუაინი – 5 გოლი.

საუკეთესო მეპასე: შვიდ ფეხბურთელს აქვს ერთი საგოლე პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: ბუფონი; ბარძალი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, დიბალა.

“ლივერპული” (ინგლისი)

ადგილი უეფას რეიტინგში: 30

მეოთხედფინალის ბალანსი: 9 მოგება, 4 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2008-2009, “ჩელსი” (5:7).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 4 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება, 28 გატანილი, 6 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: რობერტო ფირმინო – 7 გოლი.

საუკეთესო მეპასე: ჯეიმს მილნერი – 7 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: კარიუსი; მორენო, ლოვრენი, მატიპი, გომესი; მილნერი, ემრე ჯანი/ჰენდერსონი, ვეინალდუმი; მანე, ფირმინო, სალაჰი.

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)

ადგილი უეფას რეიტინგში: 8

მეოთხედფინალის ბალანსი: 1 მოგება, 0 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2015-2016, პსჟ (3:2).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 6 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, 19 გატანილი, 7 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: რაჰიმ სტერლინგი, სერხიო აგუერო – 4 გოლი.

საუკეთესო მეპასე: კევინ დე ბრუინი – 4 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო, გუნდოგანი; სტერლინგი, აგუერო, სანე.

“რეალი” (ესპანეთი)

ადგილი უეფას რეიტინგში: 1

მეოთხედფინალის ბალანსი: 28 მოგება, 6 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2016-2017, “ბაიერნი” (6:3 დ.დ).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 22 გატანილი, 9 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანუ რონალდუ – 12 გოლი.

საუკეთესო მეპასე: გარეთ ბეილი – 2 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: ნავასი; ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; რონალდუ, ბენზემა, ისკო.

“რომა” (იტალია)

ადგილი უეფას რეიტინგში: 24

მეოთხედფინალის ბალანსი: 1 მოგება, 2 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 2007-2008, “მანჩესტერი” (0:3).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, 11 გატანილი, 8 გაშვებული გოლი.

საუკეთესო ბომბარდირი: ედინ ჯეკო – 4 გოლი.

საუკეთესო მეპასე: ედინ ჯეკო – 3 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; ელ შაარავი, ჯეკო, პეროტი.

“სევილია” (ესპანეთი)

ადგილი უეფას რეიტინგში: 6

მეოთხედფინალის ბალანსი: 0 მოგება, 1 წაგება.

ბოლო მეოთხედფინალი: 1957-1958, “რეალი” (2:10).

მიმდინარე სეზონი: 8 თამაში, 3 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 14 გატანილი, 13 გაშვებული გოი.

საუკეთესო ბომბარდირი: ვისამ ბენ იედერი – 8 გოლი.

საუკეთესო მეპასე: ხოაკინ კორეა – 3 პასი.

ყველაზე ხშირი სასტარტო შემადგენლობა: სერხიო რიკო; მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, პიზარო; სარაბია, ბანეგა, კორეა; ბენ იედერი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 16 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

0.106956