მადრიდის “რეალს” კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პორტუგალიელის აგენტთან მოლაპარაკეკებს იწყებს, რომ ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს.
წყაროს ცნობით, კრიშტიანუს განახლებული კონტრაქტში გასამრჯელო იმდენი იქნება, რამდენსაც ლიონელ მესი იღებს “ბარსელონაში” – დაახლოებით 40 მილიონი ევრო წელიწადში.
რონალდუ მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალედ თამაშობს. 2018 წელს 12 შეხვედრაშუ 17 გოლის გატანა შეძლო.