ფეხბურთი

14:11 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” მწვრთნელი შეიცვალა

ბერდ ჰოლერბახი “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ბუნდესლიგის 26-ე ტურში “ბაიერნთან” 0:6 მარცხის შემდეგ მიიღო და როგორც “ჰამბურგის” პრესსამსახური იტყობინება, გუნდი სეზონის ბოლომდე კრისტიან ტიტცს ჩააბარეს, რომელიც აქამდე “ჰამბურგის” 21-წლამდელებს თავკაცობდა.

ჰოლანბახი “ჰამბურგს” იანვრიდან წვრთნიდა, თუმცა გუნდში არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო - მისი ხელმძღვანელობით გამართულ შვიდ მატჩში ჰამბურგელებმა მხოლოდ სამი ქულა აიღეს (3 ფრე, 4 წაგება).

"ჰამბურგი" 26 ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

0.124431