პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში “არკამ” საკუთარ მოედანზე “ტერმალიცას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთამდე ითამაშა ლუკა ზარანდიამ. ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში საგოლე პასიც მიითვალა, როდესაც რუბენ ხურადომ სწორედ მისი ფლანგური გადაცემის შემდეგ გაიტანა. “ტერმალიცას” განაცხადში არ ყოფილა ნიკა კვანტალიანი.
“არკას” 37 ქულა აქვს და მეცხრეა, ხოლო “ტერმალიცა” 25 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.