ფეხბურთი

17:26 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ინიესტა დაუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა დაუბრუნდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ვეტერანმა ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე დაიწყო და არაა გამორიცხული ლონდონის “ჩელსისთან”, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ითამაშოს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ინიესტამ ტრავმა ლა ლიგის 27-ე ტურში, “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მიიღო.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა.

0.114034