ფეხბურთი

21:56 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

13-დან 31-მდე...

“ფიორენტინა” დავიდე ასტორის გამოემშვიდობა. ფლორენციაში, “არტემიო ფრანკიზე” “იებმა” “ბენევენტო” დაამარცხეს 1:0.

ბედიის ირონიით, გოლი ცენტრალურმა მცველმა, ვიტორ უგომ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში სწორედ დავიდეს დანაკლისის შედეგად მოხვდა. კიდევ ერთი დამთხვევა – ასტორი 13 ნომრით თამაშობდა, ხოლო უგოს მაისურს 31 ამშვენებს...

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი რაღა თქმა უნდა, გარდაცვლილი თანაგუნდელის ხსოვნას მიუძღვნა.

0.128606