“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა ზაფხულში ინგლისიდან წავიდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” არჩევანი უკვე გააკეთეს ფრანგ ფეხბურთელსა ჟოზე მოურინიოს შორის.
უფრო მეტიც, პოგბას ულტიმატუმიც წაუყენეს: “ან იქნები მოურინიოსთან ერთად, ან გუნდიდან წახვალ”.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი ნახევარმცველი დღეს “ლივერპულთან” 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა. მასსა და მოურინიოს შორის კონფლიქტზე კი, უკვე კარგა ხანია იწერება.
პოლ პოგბა “მანჩესტერმა” 120 მილიონ ევროდ 2016 წელს “იუვენტუსიდან” შეიძინა. გავრცელბული ცნობით, პოგბა “იუვეში” 60 მილიონ ევროდ დაბრუნდება, თუმცა, არ გამორიცხავნე იმასაც, რომ ანტონიო კონტეს გუნდში გადავიდეს. იქამდე, გასარკვევია, სად იმუშავებს ახალი სეზონიდან იტალიელი მწვრთნელი.