ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლივერპული” მარკუს რაშფორდის დუბლით დაამარცხა (2:1). 20 წლის ფორვარდმა კი, გატანილი გოლებით ერთი სეზონის მიხედვით კარიერის რეკორდი დაამყარა.
რაშფორდს ამ დროისთვის ყველა ტურნირის ჩათვლით 12 გოლი აქვს გატანილი და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.
ინგლისელმა 6 გოლი პრემიერლიგაში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ასოციაციის თასზე, ხოლო 1 ინგლისის ლიგის თასზე.