ფეხბურთი

22:37 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ციგანკოვი დაასახელეს

უკრაინის ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 20 წლის მოთამაშემ ხმების 60% მიიღო, მეორე ადგილზე ჰენრიხ მხითარიანი გავიდა, მესამეზე - ვალონ ბერიშა, ხოლო მეოთხეზე - მარსელო. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ევროპა ლიგის მერვედფინალში ციგანკოვმა რომის "ლაციოსთან" გამართულ მატჩში (2:2) ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ვიქტორს აღნიშნულ ტურნირზე 7 მატჩში მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სულ კი უკრაინელმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, თავი 12-ჯერ გამოიჩინა და თანაგუნდელებს 10-ჯერ გაატანინა.

0.110859