პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო გოლის ავტორი კენიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა გახდა. აფრიკელმა მოთამაშემ 4 თებერვალს "ლივერპულთან" (2:2) გამართულ პრემიერლიგის 26-ე ტურში მე-80 წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა.