ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრებზე სტატია გამოქვეყნდა და არის ვლადიმირ ვაისთან ნაუბარიც.
"ახალგაზრდული და მიზანსწრაფული ნაკრები გვყავს. ჩემი დებიუტი იოლი არ ყოფილა, კარიერაში ახალი გამოწვევა მქონდა და მივხვდი, რომ ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რათა შედეგისთვის მიგვეღწია.
...ჩვენი ძალა იმაშიც მდგომარეობს, რომ გვყავს ფეხბურთში ცნობილი პიროვნებები. მაგალითად, ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი) და კახა კალაძე ("მილანის" ყოფილი მოთამაშე). ჩვენ ერთიანი ძალა ვართ და ამით უნდა მივაღწიოთ წარმატებას.
...საერთოდ, ქართველი ფეხბურთელები ბურთთან ახლოს არიან, ტექნიკა აქვთ, მაგრამ საჭიროა თავდაცვა და უბურთოდ კარგად თამაშიც. ადრე ხშირად ხდებოდა, რომ საქართველოს ნაკრები ოთხ, ან ხუთ გოლს უშვებდა მატჩში, ამჯერად კი გაცილებით ცოტას ვუშვებთ. შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. მოგება თუ გვინდა, მეტი უნდა გავიტანოთ".
სტატიაში აღნიშნულია, რომ სანამ ვლადიმირ ვაისი მივიდოდა, საქართველოს ნაკრები 137-ე ადგილზე იყო ფიფას რეიტინგში, ამჯერად კი ასეულშია შესული: მე-100 ადგილზე.