ფეხბურთი

17:40 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის მორიგი აღიარება პრემიერლიგაში

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მოჰამედი მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.

აფრიკელმა მოთამაშემ გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მოჰამედი "მერსისაიდელებს" "საუთჰემპტონთან" და "ვესტ ჰემთან" გამარჯვებაში დაეხმარა, ხოლო მისმა დუბლმა "ტოტენჰემთან" მატჩში გუნდს ქულა მოუტანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰმა 28 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

0.138843