ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “სან ანტონიო” 110:107 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართვლემა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 4-დან ერთი ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ბოლო წუთებზე “მეომრებმა” უკეთ ითამაშეს და მცირედი უპირატესობით იმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. “სან ანტონიოში” 30 ქულით და 17 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი.
“გოლდენ სტეიტი” 51 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.