თუ კაცს თავი არ მოსძულებია, ნამდვილად არ უნდა შეიყვაროს მშვენიერი ხორვატი მოდელი, მელიტა ფაბეჩიჩი, რადგან ამ ასულს იმდენი ცნობილი და მრავლისშემძლე თაყვანისმცემელი ყავს, რომ მათთან ბრძოლას ნამდვილად ჯობია სხვა უფრო რეალურ და საჭირო საქმეს მოეკიდოს ხელი.
მელიტაზე შეყვარებულთა შორის არიან ხორვატიაში ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები და რამდენიმე პოლიტიკოსიც კი. ჰოდა, ეს ქალიც ერთობა - ერთი კვირა ერთს უღიმის, მეორე კვირა - მეორეს და როგორც სლოვენიელები ამბობენ, მათი მეზობელი ხორვატიიდან დღენიადაგ გულგანგმირულ მამრთა ღმუილის ხმა ისმის.
1995 წელს შობილი მელიტა ფაბეჩიჩი მთელმა ხორვატიამ პირველად 2013 წელს გაიცნო, როდესაც ამ გოგონამ ფურორი მოახდინა და ევროპის “მის უნივერსის“ წოდება მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, მელიტას საქმეები სულ წინ-წინ მიდის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხორვატ მამრთა ღმუილის ხმა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება...