ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის "ბარსელონასთან" შეხვედრა არ სურს.
"ერთადერთი გუნდი, რომელთანაც თამაში არ მინდა, ეს "ბარსელონაა", რადგან ამ გუნდს ყოველ წელს ვხვდებით." - განაცხადა "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ იტალიელმა.
"ბარსელონა" და "იუვენტუსი" 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ, სადაც ტურინელები დამარცხდნენ, ხოლო გასული სეზონის მეოთხედფინალში იტალიელებმა ესპანელებს ორი მატჩის ჯამში 3:0 მოუგეს.