საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უნგრეთში ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა. გიორგი მიქაძის გუნდი ამჯერად მასპინძლებს ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა – 1:4.
არადა, პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს. 21-ე წუთზე თამაზე ბაბუნაძემ გაიტანა გოლი და ეს ანგარიში ტაბლოზე 47-ე წუთამდე შენარჩუნდა. მეორე ტაიმი კი, უნგრელების იყო, რომელთაც ოთხჯერ დალაშქრეს საქართველოს 18 წლამდე ნაკრების კარი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ორი დღის წინ დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (1:1).