“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “ბაზელთან” (1:2) მატჩით უკმაყოფილო დარჩა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, მისმა გუნდმა მეორე ტაიმში საშინელი თამაში აჩვენა.
“ისტორიაში მეორედ გავედით მეოთხედფინალში და შეიძლება ითქვას, ამ ეტაპისთვის ახალი სახე ვართ. რთულია 4:0 მერე თამაში, 1:1-მდე ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ შემდეგ ფეხბურთი არ გვითამაშია. მეორე ტაიმი იყო საშინელი და შეტევა დაგვავიწყდა”, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” შინ “ბაზელთან” (1:2) დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ადვილად მოიგო (5:2) და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.