ფეხბურთი

12:50 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ვამაყობ, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი ვარ"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ტოტენჰემთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამაყობს თავისი გუნდით.

“თუ 180 წუთს მივიღებთ მხედველობაში, მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში “ტოტენჰემმა”, რომელიც დიდი გუნდია, ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. შესვენების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ფლანგები გამეძლიერებინა, ასამოა და ლიხშტაინერი ჩავრთე თამაშში და ამან გაამართლა. გამარჯვება ჩემი დამსახურება არაა, მას ყოველთვის ბიჭები ქმნიან. ვამაყობ, რომ “იუვენტუსის” მწვრთნელი ვარ”, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ტოტენჰემი” 2:1 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 4:3) და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.109495