"პარი სენ ჟერმენისა" და "რეალის" შეხვედრაში (1:2) კრიშტიანუ რონალდუსა და დანი ალვეშის დუელი არაერთხელ შედგა. ერთ-ერთ ეპიზოდში, პორტუგალიელმა ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის პანღურის ამორტყმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ვალში არც ალვეში დარჩენილა და საკმაოდ უცნაური რამ გააკეთა: ცხვირი მოიწმინდა და რონალდუს მაისურზე შეაწმინდა.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.