მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა. როდესაც საქმე ესპანელ ფეხბურთელსა და რეკორდს ეხება, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რომ საუბარი ყვითელ ბარათებზე იყოს.
ასეა – რამოსისთვის პსჟ-სთან მიღებული გაფრთხილება ტურნირზე 37-ე გამოდგა (მასში შედის წითელი ბარათებიც) და ეს ჩემპიონთა ლიგისთვის რეკორდია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რამოსი ამ მხრივ რეკორდსმენი ესპანეთის ლა ლიგაშიც გახდა.