საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ქვეჯგუფი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ცნობილია. რევაზ ჩომახიძის გუნდი ბარსელონაში A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეობას გერმანიის, უნგრეთისა და იტალიის ნაკრებები გაუწევენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მესამედ ითამაშეს. ქართველმა წყალბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური მასშემდეგ გაიფორმეს, რაც პლეი-ოფში ისრაელის ნაკრები ადვილად, 12:1, 11:10 დაამარცხეს.
აქვე დანარჩენი ჯგუფებიც:
B ჯგუფი – მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი
C ჯგუფი – ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი
D ჯგუფი – რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი
ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 14-დან 28 ივლისამდე ბარსელონაში გაიმართება.