“7 მარტს თერჯოლის ცენტრალურ რეგიონული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "საპოვნელას" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისთვის” უნდა ემასპინძლა. თუმცა, მასპინძელ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, "საპოვნელა" ჩემპიონატიდან იქნა მოხსნილი და შესაბამისად, აღარც მატჩი გაიმართება...” – წერს “ზესტაფონის” საიტი.
თერჯოლის “საპოვნელა” რამდენიმე წლის წინ უმაღლეს ლიგაში იყო, მაგრამ რამდენი ჩემპიონატიც ჩატარდა, იმდენჯერ გავარდა: ჯერ მეორეში, მერე მესამეში, მერე მეოთხეში, აი, ამჯერად კი საერთოდ მოხსნილია ჩემპიონატიდან.