ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
“გოლდენ სტეიტმა” შინ, ზაზა ფაჩულიას გარეშე, “ბრუკლინი” 114:101 დაამარცხა. მატჩი მესამე პერიოდის ბოლომდე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასკვნით პერიოდში “მეომრებმა” უპირატესობა ხელთ იგდეს და გამარჯვება იზეიმეს. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, “ბრუკლინში” რასელი 22 ქულით გამოირჩა. “გოლდენ სტეიტი” 50 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “ჰიუსტონს” ჩამორჩება.
“ოკლაჰომამ” შინ “ჰიუსტონთან” 112:122 წააგო. პირველი პერიოდის ბოლოს ტეხასელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე ოკლაჰომელები მდევრის როლში იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო. “ჰიუსტონმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდ კალათბურთელს მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მეტი 25 ქულა კრის პოლის ანგარიშზეა.
“შარლოტ ჰოერნეტსი” – “ფილადელფია” 114:128 (29:32, 30:39, 32:30, 23:27)
https://www.youtube.com/watch?v=A-2D5I62_Zc
“ტორონტო” – “ატლანტა” 106:90 (27:28, 23:23, 26:26, 30:13)
https://www.youtube.com/watch?v=yPFceMpVZTU
“ვაშინგტონი” – “მაიამი” 117:113 (31:26, 28:24, 27:30, 19:25, o.t. 12:8)
https://www.youtube.com/watch?v=mye53YFW_Xg
“ოკლაჰომა” – “ჰიუსტონი” 112:122 (24:26, 21:28, 29:33, 38:35)
https://www.youtube.com/watch?v=rCMyozVrLiM
“დალასი” – “დენვერი” 118:107 (29:25, 29:37, 38:23, 22:22)
https://www.youtube.com/watch?v=cULZY4jyyiw
“პორტლენდი” – “ნიუ იორკი” 111:87 (35:28, 22:24, 30:19, 24:16)
https://www.youtube.com/watch?v=GS4PdGIcgFI
“გოლდენ სტეიტი” – “ბრუკლინი” 114:101 (35:19, 13:34, 38:27, 28:21)
https://www.youtube.com/watch?v=9x1R1MYTdiQ
“კლიპერსი” – “ნიუ ორლეანი” 116:121 (27:35, 25:32, 30:30, 34:24)
https://www.youtube.com/watch?v=JaD-V6OSnWM