ფეხბურთი

18:19 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სპარტამ“ სტრამაჩონი დაითხოვა

იტალიელი სპეციალისტი ანდრეა სტრამაჩონი პრაღის „სპარტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, „სპარტას“ ხელმძღვანელთა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა.

42 წლის სტრამაჩონი ჩეხეთში დასაქმებამდე მილანის“ ინტერს“, „უდინეზეს“ და „პანათინაიკოსს“ წვრთნიდა, პრაღელებს კი სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა. მას მიზნად ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაუსახეს, თუმცა გუნდი ჩეხეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 33 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „პლზენს“ 14 ქულით ჩამორჩება.

ჩეხურმა კლუბმა იტალიელის შემცვლელი მალევე იპოვა - გუნდი ადგილობრივ სპეციალისტს პაველ ჰაპალს ჩააბარეს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა.

0.119207