თამაშგარე

12:03 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამბავი ზაირას მრუდეგზობისა

როგორც ძველნი იტყვიან: თუკი ქალმან აიშვა ყოველგვარი არტახნი და ბორკილნი და უკეთუ გულსა მისსა შეუჩნდა სურვილი პირველთა შორის უპირველესობისა, არღარაა დამკავებელი მისი და ქალი ესე დაშვრების სურვილად წაზნექვისა, ამოზნექვისა, გადმოზნექვისა და გადაზნექვისა.

ესერთ საქმესა შინა არს, მოდელი ლიშპანეთისა და აწყოფილი გულისსწორი ურუგვაელი მობურთალისა, დიეგო ფორლანაისი. ქალი ესე, რომელსაც იტყვიან ზაირა ნარად და რომელიც სიკისკისითა ცნობილ არს არამხოლოდ ქუეყანასა ლიშპანელთა, წარვიდა გზაზე მრუდისაზე და კაცნი შეიყვარა ერთღამეისადა და და ერთწამისადა.

და გარნა მხოლოდ კაცნი?! მოკალმენი პირინეისა უწყიან ამბავსა ესე, რომ ზაირამან ქმნა საქმე უცნაური, ორდეს პოზირება ჰყო ჟურნალსა ლესბოსელთასა და მისნი დამნახავნი ქალთმოყვარე ქალნი აღივსნენ დიდითა მცხუნვარებითა და ფიქრნი მათნი არს მრუდე და ბილწი, ვითარცა სიტყუანი პროფესორისა და აკადემიკოსისა, ჯაველისძისა ელიზბარაისი.

0.116853