ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “ჰოფენჰაიმიდან”, “ბაიერნიდან”, “ლევერკუზენიდან” და “შტუტგარტიდან” არიან წარდგენილნი.
ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:
მეკარე: ფლორიან მიულერი (“მაინცი”);
მცველები: ბენჟამინ ჰიუბნერი (“ჰოფენჰაიმი”), ომერ თოფრაკი (“დორტმუნდი”), მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ჩარლზ არანგისი (“ლევერკუზენი”), დენის ზაკარია (“გლადბახი”), ერიკ ტომი (“შტუტგარტი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: ანდრე კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”), მარიო გომესი (“შტუტგარტი”), ლუკას ალარიო (“ლევერკუზენი”).