საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიის სუპერლიგის XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გარჯა გამოცემა Blick-მა გამოარჩია.
აღსანიშნავია, რომ გვილია უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში. რაც შეეხება კონკრეტულად 24-ე ტურს, “ლუცერნი” სტუმრად “სიონს” (1:1) დაუზავდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა – საგოლე გადაცემა გააკეთა VIDEO.
აქვე, გარდა ზემოხსენებული გამოცემისა, ტურის სიმბოლურში ვაკო ზედიზედ ორჯერ welovefootball-ის ვერსიითაც მოხვდა.
შეგახსენებთ, ვაკო გვილია “ლუცერნში” იანვარში გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია.