ფეხბურთი

17:04 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა ერთი თვე ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ერთი თვე ვერ ითამაშებს. ესპანელმა ფეხბურთელმა “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ბარძაყის დაზიანება მიიღო, გამოკვლევის შემდეგ კი დადგინდა, რომ ის მოედანზე გასვლას 4 კვირა ვერ მოახერხებს.

ინიესტა “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ჩელსისთან” ვერ დაეხმარება. ამავდროულად, გამოტოვებს ესპანეთის ნაკრების მატჩებს გერმანიისა და არგენტინის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ჩელსის” შეხვედრა 14 მარტს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

0.112691