“ლეიკერსის” და მთლიანად კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი გახდა.
“ოსკარის მიღება უფრო გამიხარდა, ვიდრე ნბა-ს ჩემპიონობა”- განაცხადა კობიმ.
კობიმ პრესტიჟული ჯილდო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროდიუსერობისთვის მიიღო. ფილმს ჰქვია "ძვირფასი კალათბურთელი", მისი ხანგრძლივობა 4 წუთია (VIDEO). აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია კობის საკალათბურთო ცხოვრებას ეხება.