ბრაზილიელ ლამაზმანთა შორის ერთ-ერთი უპირველესი, ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი როგორც იცით “პენტაკამპეონთა“ გულშემატკივარიცაა და სანამ უზომოდ პოპულარული გახდებოდა, იყო დრო, როდესაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმობაზეც კი დებდა თავს.
ახლა სენიორა ჟიზელს პოპულარობის მოსახვეჭად მსგავსი მცდელობები აღარაფერში ჭირდება და ხშირად ისე ხდება, რომ სხვადასხვა ფეშენებელურ ღონისძიებებსა თუ მიღებებზე ბრაზილიის საფეხბურთო კავშირი ბუნდჰენს აქეთ ეხვეწება - დაგვაფასე, მობრძანდი და ღონისძიება გაგვილამაზეო.
როგორც გახსოვთ, 4 წლის წინ, ბრაზილიაში გამართული საფეხბურთო მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი სახე სწორედ ჟიზელი გახლდათ და მიუხედავად ბრაზილიელთა უხეირო გარჯისა, ჟიზელის სილამაზე და სიკისკასე მაინც ბევრს დაამახსოვრდა. პრობლემა კი ისაა, რომ ერთი ლამაზმანის “ჭიკჭიკი“ დიდ გამარჯვებებს ვერასოდეს მოიტანს...