ფეხბურთი

18:55 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა ბექჰემს აჯობა

მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი ბრიტანელ ფეხბურთელებს შორის ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. "ხეტაფესთან" გამართული ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩი უელსის ეროვნული ნაკრების ლიდერისთვის 117-ე აღმოჩნდა და დევიდ ბექჰემის შედეგი გააუმჯობესა.

გარეტი "რეალში" 2013 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა. მას შემდეგ ბეილმა ყველა ტურნირზე 176 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 78 გოლი და 58 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბექჰემმა კი "ბლანკოსის" მაისურით ჩატარებულ 159 შეხვედრაში თავი 20-ჯერ გამოიჩინა და თანაგუნდელებს 42-ჯერ გაატანინა.

0.109373