ქართველი ლეგიონერები

14:25 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი MLS-ის 2018 წლის სეზონის პირველ მატჩში: ერთი გოლი, ორი საგოლე გადაცემა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსეს" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის 2018 წლის სეზონის პირველ მატჩში შედეგიანად ითამაშა. დასავლეთ კონფერენციის პირველ შეხვედრაში ქართველის გუნდმა "მინესოტა" მიიღი და 3:2 გაიმარჯვა, ვაკომ კი ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყაზაიშვილმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო ჰოლანდიელმა დანი ჰუსენმა ვაკოს გადაცემების შემდეგ ორჯერ გაიტანა.

ქართველი ამერიკულ გუნდს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და 2017 წლის სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.13017