6:1 - ამ ანგარიშით იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის პირველ ტურში. სოსო ფრუიძის გუნდმა სამი პირველში, სამიც მეორე ტაიმში გაუტანა "კოლხეთს", რომელსაც რუსი კონსტანტინ გალკინი წვრთნის. დიდი ვერაფერი დებიუტი გამოუვიდა გალკინს.
ჰეთ-თრიქი შეასრულა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ. მშვენიერი მატჩი ჩაატარა ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძემ, რომელმაც ამასწინათ სუპერთასზეც იყოჩაღა. ბუღრიძემ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გაახერხა.
გამოსარჩევი იყო დემურ ჩიხლაძის ბოლო გოლი ტექნიკური შესრულებით და ასევე, გაბედავას მესამე გატანილი, რაც ირაკლი ლექვთაძის ლამაზ პასს მოჰყვა.
ეროვნული ლიგა. I ტური
თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ჩიხურა - კოლხეთი 6:1 (3:0)
გოლები: 1:0 გაბედავა (6 პენ), 2:0 მარკოზაშვილი (17), 3:0 გაბედავა (42), 3:1 გოგონაია (61 პენ), 4:1 გაბედავა (69), 5:1 ბუღრიძე (71), 6:1 ჩიხლაძე (90+1)
პირველი ტურის დარჩენილი სამი მატჩი 5 მარტს გაიმართება
15:30. თბილისი. მიხეილ მესხი 2. ლოკომოტივი-სამტრედია
18:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო - რუსთავი
20:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო - სიონი
შეგახსენებთ, გახსნის მატჩში გორტის "დილამ" სტუმრად 3:2 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს".