ფეხბურთი

17:29 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ ვეას შვილი პსჟ-ს მთავარ გუნდში გამოიძახეს

ლიბერიის პრეზიდენტის და ლეგენდარული ფეხბურთელის, ჟორჟ ვეას შვილი, ტიმოთი ვეა “პარი სენ ჟერმენის” მთავარ გუნდში გამოიძახეს. 18 წლის ვეა უნაი ემერიმ “ტრუასთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა. თინეიჯერი ფორვარდი პსჟ-ს მთავარ გუნდში ოფიციალური მატჩისთვის პირველად გამოიძახეს.

ტიმოთი 2000 წლის 22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. რაც შეეხება მამამისს, ჟორჟ ვეა დღემდე ერთადერთი აფრიკელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო (1995 წელს). ჟორჟს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ პსჟ-სა და “მილანში” აქვს გატარებული.

0.109441